შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ფლიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, ჯავის რაიონი. დაამთავრა თბილისის ოსური პედაგოგიური ტექნიკუმი. 1930-1932წწ. იყო ძიმირის (ლენინგორის რაიონი) დაწყებითი სკოლის გამგე; 1934-1935წწ. თბილისის 104-ე ოსურ სკოლაში მასწავლებელი; 1935-1937წწ. აღბულაღის დაწყებითი სკოლის გამგე; 1940-1941წწ. სტალინირის (ცხინვალის) გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის კორესპონდენტი; 1941-1942წწ. სოფელ კირცინის (სტალინირის რაიონი) დაწყებითი სკოლის გამგე; 1942-1945წწ. სოფელ კირცინის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი; 1945-1946წწ. დამპალეთის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი; 1946-1950წწ. ჯავის რაიონული გაზეთის პასუხილომგებელი მდივანი; 1950 წლიდან - ჟურნალ "ფიდიუგის" რედაქტორი. ლირატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1935 წელს. მისი პირველი წიგნი "განთიადი" გამოვიდა 1941 წელს. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.466-470 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |