The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ მაყაშვილი

მარიამ მაყაშვილი
დაბადების თარიღი:1963  (62 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და პედაგოგიური ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი ფერწერის განხრით.

1994 წლიდან მუშაობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ხატვისა და ფერწერის პედაგოგად. როგორც მხატვარი მუშაობს სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიციები; აქვს კლასიკურ საფუძვლებზე დაფუძნებული მოდერნისტული ინდივიდუალური სტილი. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში. მარიამ მაყაშვილის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში. რაფიელ ერისთავის შთამომავალი, მხატვარ რაფიელ მაყაშვილის შვილი.

წყარო: რაფიელ მაყაშვილი: ჩემი შთაგონების წყარო, ჩემი სამშობლოს ისტორია და ბუნებაა / ლამარა მაყაშვილი.-თბ.,2014; საინფორმაციო პორტალი: gza.kvirispalitra.ge


გააზიარე: