Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი შაველაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1973 წელს. 1966-1970წწ. მუშაობდა ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" გამშვებმომწესრიგებელი სამმართველოში ინჟინერად, უფროს ინჟინერად; 1970-1973წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასპრანტურაში; 1970-1976წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1976 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი: 1976-2009წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1996-1999წწ. "თელასი", გლდანიენერგოს დირექტორის მოადგილე, მთ. ინჟინერი; 1999-2001წწ. "ეი-ეს თელასი", სტრატეგიული პროექტების განყოფილების მენეჯერი; 2001-2005წწ. ბიზნეს ცენტრი "ისანი" : 2001-2004წწ. მენეჯერი, 2003 - 2004წწ. ტექნიკური აუდიტორი; 2004-2005წწ. ტექნიკური პირობების გაცემისა და პროექტირების სამსახურის უფროსი; 2005-2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი; 2010-2014წწ. სს "თელასი" ტტ და ნსი სამსახურის უფროსი; 2014 წლიდან სს "თელასი" ტტ და ნსი ჯგუფის უფროსი; 2009-2016წწ. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. არის 50 - მდე სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებულლი აქვს 2 სახელმძღვანელო, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და ნაშრომი დაიცვა 2 დოქტორანტმა და რამდენიმე მაგისტრანტმა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2016). ენერგეტიკოსი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |