The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1915
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 1972  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძეძილეთი, წულუკიძის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

25 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაში. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა მწერალთა კავშირის ორგანო "ჩვენი თაობა"-ში 1937 წელს. ეწეოდა ლიტერატურულ-შემოქმედებით მუშაობას. მისი ლექსები იბეჭდებოდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. გამოქვეყნებული აქვს წერილები ხელოვნების საკითხებზე, საბავშვო ლექსები, თარგმანები.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.529

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: