Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ხაბეიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1992 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის კათედრის ასპირანტურა 1998 წელს. 1991-1993წწ. მუშაობდა მ/დარგოვანი კომერციული ფირმა "ნინასი"- ში არქიტექტორად; 1998 წლიდან მოშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრაზე: 1998-2000წწ. დიზაინის კათედრის ასისტენტი; 2000-2006წწ. დიზაინის კათედრის დოცენტი; 2005-2006წწ. სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ევრა", არქიტექტორი; 2006 - 2013წწ. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2013 წლიდან ამავე ფაკულტეტის პროფესორი. არაერთი არქიტექტურული ობიექტის და ინტერიერის ავტორი ან თანაავტორი; 1998 წელს მოიპოვა I ხარისხის პრემია, როგორც საქართველოს ახალგაზრდა არქიტექტორთა კავშირის ემბლემის ავტორმა. 2009 წელს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, გადაცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური სიგელი, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მოწყობის პროექტში მონაწილეობისათვის. სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომების ავტორი. არქიტექტურის დოქტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქართული გუმბათოვანი ტაძრების აკუსტიკური თვისებები" (1999). პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |