Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი სპეციალობით არქიტექტურის ისტორია და თეორია 1985 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის (შემდგომში მოცულობითი არქიტექტურის მიმართულება) ასპირანტურა 1993 წელს. 1985-1987წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია "სოფლმეურნპროექტი" - ს არქიტექტორად. 1993 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომ ტექნიკური უნივერსიტეტი): 1993-2005წწ. არქიტექტურული გეგმარების კათედრა, ასისტენტი; 1997-1999წწ. საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის არქიტექურული ბიურო, არქიტექტორი; 2005-2006წწ. სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის ისტორიის და თეორიის კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, არქიტექტურის ისტორიის და თეორიის მიმართულება, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2009-2018წწ. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, არქიტექტურის ისტორიის და თეორიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2010 - 2012წწ. ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან დღემდე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტი, პროფესორი; 2019-2023წწ. კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 48 სტატია არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებზე, მიღებული აქვს მონაწილეობა 25 სამეცნიერო კონფერენციაში, ვორქშოპებში, ტრეინინგებში, კონკურსებში. ხელმძღვანელობს სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურისა (2022 წლამდე) და დოქტორანტურის პროგრამა "არქიტექტურათმცოდნეობას". არქიტექტურის დოქტორი (2004). პროფესორი (2018). წყარო: საქათველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |