შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადქბქდების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია იურისტის კლასიფიკაციით 2003 წელს. 2003-2005წწ. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, არალეგელური მიგრაციისა და ტრეფიკინგის პრევენციის პროგრამის მენეჯერის ასისტენტი; 2004-2005წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული კონსულტანტი და ადვოკატის თანაშემწე; 2005-2013წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, განყოფილების უფროსი; 2013-2018წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა, დეკანის მოადგილე; 2019 წლიდან დიზაინის საერთაშორისო სკოლა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი; 2018 წლიდან დიზაინის საერთაშორისო სკოლა, პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწავლო სამეცნიერო, ინოვაციური და პრაქტიკული დიზაინის "დიზაინ აზროვნების სატესტო ლაბორატორია - დასტა ლაბ" ცენტრი, დირექტორი. სოციალურ მეცნიერებების აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2018). სადისერტაციო თემა - "ტერორიზმი საქართველოში", დაიცვა 2013 წელს. წყარო: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |