Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ღვინიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1996-2004წწ. - ქ. თბილისის მერიის იურიდიული განყოფილება და თბილისის მერიისა და საკრებულოს იურიდიული სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 1997 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კათედრის მოწვეული მასწავლებელი; 2001 წლიდან - ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2011 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; 2005-2009წწ. - მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2008წწ. - მარნეულის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2011წწ. - მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2011წწ. მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; 2011-2013წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვი; 2013 წლის დეკემბრიდან - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყროს მუნიციპალიტეტში; 2014-2015წწ. მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2016-2019წწ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე; 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის სექტემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის დეპარტამენტი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "აპელაცია სამოქალაქო პროცესში"; დაიცვა 2012 წელს. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |