Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ხაჭვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინო–ტელესარეჟისორო ფაკულტეტი (მიხო ბორაშვილის სახელოსნო) 2008 წელს. ფილმოგრაფია: რეჟისორი: მხატვრული ფილმი "დედე" (2017); მხატვრული ფილმი "დინოლა" (2013); მხატვრული ფილმი "კვირიკობა" (2009); ლიჩანიში (2009); სტუდენტურ კინო პროექტი "ბექნუ", ზაფხულის კინო სკოლა, მხატვრული ფილმი "მშვიდობით იარაღო" (2008); დოკუმენტური ფილმი "ფანჯრის მიღმა" (2007); დოკუმენტური ფილმი "ვერძობა" (ლივსხავირი) (2006); მხატვრული ფილმი "ანდერძი" (2005); სცენარის ავტორი: "დედე" (2017); "დინოლა" (2013); "კვირიკობა" (2009); "ლიჩანიში" (2009); "ბექნუ" (2008); "ფანჯრის მიღმა" (2007); "ვერძობა" (ლივსხავირი) (2006); "ანდერძი" (2005). პროდიუსერი: "კვირიკობა" (2009); "ლიჩანიში" (2009). პრიზები და ჯილდოები: "დედე" (სცენარი) წარდგენილი იყო "ბერლინალე ტანლანტებში" (გერმანია, 2014), სცენარი ფრანგულმა ინსტიტუტმა წარადგინა კანის კინოფესტივალზე თორმეტ საერთაშორის პროექტებს შორის (საფრანგეთი, 2014); დოჰა ფილმ ინსტიტუტიდან მოიპოვა გადაღების გრანტი (ყატარი, 2014); "საუკეთესო პროექტი", სოფიის კინოფესტივალი, SOFIA MEETING (ბულგარეთი), მიიღო პოსტპროდუქციის გრანტი (2014); გადაღების გრანტი საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრიდან (2013); დინოლა მთავარი პრიზი "ტროფეი" საერთაშორისო ფესტივალზე DaKINO 24, (რუმინეთი, 2015); ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემია ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი" (საქართველო, 2015); ევროპულ კინოაკადემის ჯილდოზე "მოკლე ფილმების" ნომინაციაში ფილმი წარადგინა ნორვეგიამ, გრიმსტადის საერთაშორისო კინო-ფესტივალმა (ნორვეგია, 2014); "საუკეთესო ევროპული ფილმი", გრიმსტადის საერთაშორისო კინოფესტივალი (ნორვეგია), 2014; "ჟიურის პრიზი", ხმელთაშუაზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (საფრანგეთი, მარსელი), 2014; პრიზი "საუკეთესო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის", ტიმიშორთ კინოფესტივალი (რუმინეთი, 2014); პრიზი საუკეთესო "საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის" - მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-8 ფესტივალი River Film Festival (იტალია, პადოვა, 2014); "ოქროს კამერა" ოპერატორ კონსტანტინე (მინდია) ესაძეს, საუკეთესო კინემატოგრაფიული ფილმისთვის, მანაკი ბროდერს კინოფესტივალი (ჩრდილოეთი მაკედონია, 2014); პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და შვეიცარიის გრანპრი, საერთაშორისო კინოფესტივალი "დიდორი" (ტაჯიკეთი, 2014); "საუკეთესო ქართული ფილმი", "საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი", კინოფესტივალი "სესილი", (საქართველო, 2014). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საინფორმაციო პორტალი "ამბები.ge": ambebi.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |