შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ფიფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 1987 წელს; 1987-1990წწ. სწავლობდა საქ. მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, წარადგინა დისერტაცია, რომელიც არ დაიცვა პოლიტიკური მიზეზების გამო; 2015-2021წწ. სწავლობდა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. მუშაობდა საქ. მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტში; საერთაშორისო სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში; პაატა გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტთან არსებულ "ბიზნესის უმაღლეს სკოლაში" და სხვა. მისი სამეცნიერო ინტერესებია: გრავიტაციული მიზიდულობის კანონის განზოგადებაზე დაფუძნებული მოსახლეობის მიგრაციის მათემატიკური მოდელები, მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით განაწილების კანონები (პარეტოს და ლოგნორმალური განაწილებებით), მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, და სხვა; გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: The Measuring of the Gini, Theil and Atkinson indices for Georgia Republic and Some Other Countries (Q. Pipia with G. Tutberidze, G. Rakviashvili // Globalization and Business.-N5 / 2018.-p.110-118; Distribution of Wealth in the Middle and Top Segments of the Population of Georgia (Q. Pipia //Globalization and Business.-N7.-2019.-p.130-141; The New Generalized Gravitational Model of Migration for Georgia (Q. Pipia with G. Tutberidze, G. Rakviashvili, Q. Rakviashvili // Globalization and Business.-N10.-2020.-p.130-137; მიგრაციის ახალი განზოგადებული გრავიტაციული მოდელი საქართველოსთვის =THE NEW GENERALIZED GRAVITATIONAL MODEL OF MIGRATION FOR GEORGIA (Q. Pipia, G. Tutberidze, G. Rakviashvili, K. Rakviashvili // Globalization and Business.-Vol.5.-N10.-2020.-p.130-138. ეკონომიკის დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ქართული საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა".
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |