შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირამტურა 1983 წელს. 1980 წელს მუშაობდა თბილისის ჩარხმშენებელი საწარმოო გაერთიანების შრომის და ხელფასის განყოფილებაში ინჟინერ-ეკონომისტად; 1980 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტის, დოცენტის და პროფესორის თანამდებობაზე; 1986 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტი; 1992-1995წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭო, ვაჭრობის და მომსახურების განყოფილება, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 2005 წელს საქართველოს პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, უფროსი მრჩეველი. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა საქართველოს ეკონომიკის და მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. ეკონომიკის დოქტორი (გათანაბრებული, მიენიჭა 1986 წელს), პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |