The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ლომია

კონსტანტინე ლომია
სხვა სახელი:კუმფ  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1923
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 1999  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვიტაული, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ტექნიკუმი 1946 წელს; სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1950 წელს; მოსკოვის ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი 1952 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა გაზეთ "აპსნი კაპშის" რედაქციაში საყოფაცხოვრებო და კულტურული განყოფილების გამგედ; 1954 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის პლენუმის წევრი; 1955-1957წწ. ჟურნალ "ალაშარას" პასუხისმგებელი მდივანი; 1957 წლიდან საბავშვო ჟურნალ "ამცაბზის" რედაქტორი; 1984 წლამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მწერალთა კავშირის სამმართველოს მდივანი; 1986-1993წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საარქივო სამმართველოს უფროსი; 1944 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა 1945 წლიდან; პირველად მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა საოლქო გაზეთებში და შემდეგ კრებულებში და ალმანახებში; 1952 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული "პოტოკ ლუბვი"; 1954 წელს გამოვიდა მეორე კრებული - "მიწიერი ვარსკვლავები". ავტორია ლექსების და პოემების 25 კრებულისა. მისი ლექსები ითრგმნებოდა უკრაინულ, ყაბარდოულ, ქართულ და სხვა ენებზე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.643-646საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.416

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1954-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: