The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია ბუთხუზი

ნათია ბუთხუზი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ახალგორი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 2002 წელს; ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2004 წელს და დოქტურანტურა 2011 წელს.

2006 წლიდას მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2006-2012წწ. მოწვეული სპეციალისტი; 2013-2015წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2015-2019წწ. ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული სპეციალისტი; 2017 წლიდან ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი; 2018-2019წწ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მოწვეული ასოც. პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2021-2025წწ. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი. ინჟინერიის აკადემიური დოქტორი ტრანსპორტში (2011), პროფესორი (2021).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: