შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იმედა არაბული![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 2003 წელს. 2008 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. 2018 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. ნათამაშები როლები: მუსიკისა და დრამის თეატრი: სირანო დე ბერჟერაკი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი" – რეჟ. დ. დოიაშვილი); ბენქო - (უ. შექსპირის "მაკბეთი" - რეჟ. დ. დოიაშვილი); სინძო (რ. აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა" - რეჟ. დ. დოიაშვილი); სხვა თეატრები: იოანე ("სერობა" – რეჟ. ქ. დოლიძე, კინომსახიობთა თეატრი); მოქალაქე ("ეროვნული ჰიმნი" – რეჟ. ქ. დოლიძე, კინომსახიობთა თეატრი); ოთარი ("ბრალდება" – რეჟ. ნ. ხუსკივაძე, რ. სტურუა, რუსთაველის თეატრი); კინო: "ბოდვა" (რეჟ.: თორნიკე ბზიავა, 2003), "უსმინე შოპენს" (რეჟ.: თ. ბზიავა, 2003), "აპრილის სუსხი" (რეჟ.: თ. ბზიავა, 2010), "თევზაობა" (რეჟ.: თ. ბზიავა, 2018); ტელევიზია: გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო" – წამყვანი (ტელეკომპანია "რუსთავი 2"); გადაცემა "ახალი დილა" – წამყვანი (ტელეკომპანია "მე-9 არხი"). კთეატრისა და კინოს მსახიობი, ტელეწამყვანი. წყარო: მუსიკისა და დრამის თეატრის არქივი: web.archive.org; ჟურნალ "სარკის" ვებგვერდი: sarkenews.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |