შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიკორტი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ქ. სტალინირის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1953 წელს. 1942 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1943 წელს ჭრილობების გამო დემობილიზებული იყო; 1943 წლიდან მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად ბორჯომის რაიონულ გაზეთში "კომუნიზმის დროშით"; 1945 წლიდან რესპუბლიკის გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის რაიონებში; 1946 წლიდან ამავე გაზეთის კორესპონდენტი სამხრეთ ოსეთში; 1954 წლიდან საოლქო გაზეთ "საბჭოთა ოსეთის" რედაქტორის მოადგილე; ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1940 წელს. გამოვიდა მისი ნაწარმოებების ექვსი კრებული. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.652-656 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |