The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ქაროსანიძე

თინათინ ქაროსანიძე
Date of birth:5 May, 1977  (47 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტი (არაბული ენა) 1999 წელს; 1991-1992 წლებში სწავლობდა სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრ "მსოფლიო ლაბორატორიაში"; 1998-1999წწ. გაიარა არაბული ენისა და ლიტერატურის კურსი არაბული ენის შემსწავლელი ცენტრის "ვაფიდინის სკოლაში" კაიროში (ეგვიპტე); 1998-1999წწ. წლებში არაბულის ენის შესწავლა გააგრძელა კაიროს უნივერსიტეტში; 1999-2000წწ. ფულბრაითის სტიპენდიით აშშ-ში გაიარა კურსი "ამერიკის საკანონდებლო სისტემა"; 2005 წელს გაიარა IATP-ის დისტანციური სწავლების კურსი "სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი" (IREX, თბილისი).

სხვადასხვა დროს მუშაობდა გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალ და უახლეს განყოფილებაში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ერაყის რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში; სხვადასხვა დროს იყო ეგვიპტის დსთ-ის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებათნ ტექნიკური თანამშრომლობის მიერ ორგანიზებული არაბული ენის კურსი არაბული ენის ლექტორებისა და პროფესორებისთვის (კაიროს უნივერსიტეტი, ეგვიპტე); 2014 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი, პროფესორი; 2014 წელს Carnegie Endwoment გრანტის ფარგლებში იყო ჰოპკინსის SAIS მოწვეული მკვლევარი (აშშ); აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მკვლევარი; მის მიერ წასაკითხი სასწავლო კურსებია: არაბული ენა, ახლო აღმოსავლეთის რელიგიები, რელიგია მსოფლიო პოლიტიკაში, საერთაშორისო ტერორიზმი და უსაფრთხოება, რელიგია და საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური და სოციალური თეორიები, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოება. არაბისტი, ტერორიზმის მკვლევარი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე ეგვიპტის პოლიტიკაში: "მუსლიმი ძმების" და სხვა რადიკალური ისლამური ორგანიზაციების სტრატეგია" და მიენიჭა კანდიდატის ხარისხი მსოფლიო ისტორიაში 2006 წელს.

წყარო: თავისუფალი უნივერსიტეტი: freeuni.edu.geთავისუფალი უნივერსიტეტი: web.archive.org

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: