The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ აბშილავა

ანზორ აბშილავა
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღრმაღელე, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების სპეცილობით 1983 წელს; ჩრდილო კავკასიის სამთო მეტალურგიული ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს.

1976 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში: 1976-1986წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, ლაბორანტი; 1986-1989წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, ასისტენტი; 1989-1990წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1990-2005წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, დოცენტი; 2005 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო – გეოლოგიური ფაკულტეტი, დეკანი, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. ჟურნალ "საქართველოს ნავთობის და გაზის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, "სამთო ჟურნალის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამეცნიერო "მეცნიერება და ტექნოლოგიების" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მრავალი სამედიცინო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1987), პროფესორი (2005).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: