შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ცხოვრებოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მსხლები, ჯავის რაიონი. დაამთავრა ქ. სტალინირის (ცხინვალის) პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1949 წლიდან მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების მასობრივი განყოფილების გამგედ; ლიტერატურული შემოქმედება 1941 წლიდან დაიწყო; წერდა ლექსებს, პოემებს და კრიტიკულ სტატიებს; მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა 1942 წლიდან გაზეთებში: "კომუნისტი", "ლენინელი", "ლიტერატურა და ხელოვნება"; ჟურნალებში: "ფიდიოგი", "მნათობი" და მწერალთა ალმანახში მოსკოვში; 1950 წელს გამოვიდა მისი ნაწარმოებები, ლექსებისა და პოემების კრებული "წითელი ვარსკვლავი"; 1951 წელს გამოვიდა მისი მეორე წიგნი ლექსებისა და პოემების კრებული "ბედნიერი გზები"; 1951-1952წწ. ჟურნალ "ფიდიოგში" და გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა მისი პოემები: "საბჭოთა საქართველო", "ბათუმის ღამე". წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.687-690; Осетия-Квайса: osetia.kvaisa.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |