შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ანთელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შამგონი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. 1975-1999წწ. მუშაობდა თელავის თეატრში, სადაც ასამდე როლი აქვს შესრულებული. 1999 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (2012) გამოდის სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის ("თეთრი ტალღა") სცენაზე. გადაღებულია ფილმებში. ცნობილია ასევე კვაზი მანტკავას როლით სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები". ფილმოგრაფია: "დათა თუთაშხია" (1978), "ხარება და გოგია" (შახტიევი 1987), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "ხიბულა" (პრეზიდენტის მცველი, 2017). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ზუგდიდელები: zugdidelebi.ge; თბილისელები: tbiliselebi.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |