შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ქოიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: აბაშის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან იყო გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" საინფორმაციო განყოფილების გამგე. 1949 წელს დაიწყო შემოქმედებითი მუშაობა. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა საოლქო გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში". შემდეგ მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა როგორც საოლქო გაზეთებში, ისე ყოველწლიურ ლიტერატურულ ალმანახშიც. 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული. ალმანახებში და აფხაზეთის ცენტრალურ გამოცემებში აქვეყნებდა მოთხრობებს. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.691-694 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |