The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ხუციშვილი

დავით ხუციშვილი
Date of birth:26 April, 1907  (118 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იწა, ამბროლაურის რაიონი. 

1928 წელს დაამთავრა სამრეწველო ეკონომიკური ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო თბილისის სახ. უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1929 წელს პარალელურად სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

სტუდიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეწისქვილე ბერუა (გ. შატბერაშვილის "დუშმანი"), შვაიცერი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), დათუნია (ა. სამსონაძის "სალტე"), პაპა ონისე (ს. შანშიაშვილის "არსენა"), იგორი, ტომას მანსო (გ. მდივნის "სამშობლო" და "ალკაზარი"), გოგია დიაკვანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ბეჟან აღა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), შადრინი (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), ხომენკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კოლმეურნეობის თავმჯდომარე (გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), მიტრიჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა. 1962 წელს მუშაობდა კასპის კულტურის სახლთან არსებული დრამატული წრის ხელმძღვანელად. შემდგომ წლებში გ. ხუციშვილი ხელმძღვანელობდა კულტურის სახლთან არსებულ თეატრალურ კოლექტივს, სადაც დადგა გ. ქელბაქიანის "კარგი ამხანაგი", ვ. პატარაიას "მისი საიდუმლო", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა". კინოფილმ "აკაკის აკვანში" განასახიერა იაკობ გოგებაშვილის როლი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.44

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: