The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი კაპანაძე

ლალი კაპანაძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის - ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი. 

1993-1998წწ. საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტი, I არხი, ჟურნალისტი; 2004-2006წწ. - თბილისის 50-ე სკოლა-ლიცეუმი, ისტორიის მასწავლებელი; 2006 წელს თბილისის 160–ე საჯარო სკოლა, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი; 2013-2016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2016 წლიდან - საქართველოს დავით აღმაშენებელის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: