The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ხოლუაშვილი

ნინო ხოლუაშვილი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2008 წელს.

2006-2011წწ. - სსიპ პროფესიული კოლეჯი აიტი, იურიდიული სამსახური, იურისტი; 2006-2008წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იურიდიული სამსახური, იურისტი; 2008-2021წწ. - უფროსის მოადგილე; 2019 წელს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი; 2021 წლიდან - შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, იურიდიული სამსახურის უფროსი. 2010 წლიდან ეწევა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში. სხვადასხვა პერიოდში ეკავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ასისტენტ-პროფესორის, მოწვეული ასოცირებული პროფესორის პოზიციები. მისი ძირითადი კვლევის ინტერესია სამეწარმეო/კორპორაციული სამართალი. 2017 წლიდან ჩართულია ERASMUS+ დაფინანსებით სხვადასხვა სახის აქტივობებსა და კვალიფიკაციის ამაღლების აქტივობებში. 2023 წელს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აკადემიური მობილობით (KA107 International Credit Mobility) იმყოფებოდა ტუშას უნივერსიტეტში (ვიტერბო, იტალია), სადაც სამეწარმეო სამართლის მიმართულებით ჩაატარა ლექციები. გამოქვეყნებული აქვს სხვასხვა სამეცნიერო ნაშრომები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2014-2023)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: