Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ანიმაციის ფაკულტეტი 1994 წელს; სწავლობდა ლიუბეკის (გერმანია) ანიმაციის ტელევიზიის ბიზნეს სკოლაში (2001). ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ბერლინში, "ჰანფილმში", ანიმაციური ფილმების სტუდიაში საქმიანობს, არის საერთაშორისო პროექტების მონაწილე და ავტორი არაერთი ანიმაციური ფილმისა; მონაწილეობდა ჰალეში (გერმანია) ჩატარებული ევროპული ანიმაციის მასტერკლასებში (2002); მისი ნამუშევრები არაერთხელ დაუჯილდოვებიათ საერთაშორისო ფესტივალებზე; მის მიერ მიღებულ ჯილდოებს შორისაა რეკლამების საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული პირველი პრიზი (რეჟისურა, 2000, კიევი / უკრაინა); რეკლამების კავკასიური საერთაშორისო ფესტივალის პრიზი საუკეთესო კრეატიული იდეისთვის (რეჟისურა, 2001, თბილისი / საქართველო); მედიის საერთაშორისო ფესტივალის პრიზი (რეჟისურა, 2002, ბაქო / აზერბაიჯანი); მისი ნამუშევარი: "ბედნიერება" ("Felicita") განსაკუთრებულად აღინიშნა ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე (აღმასრულებელი პროდიუსერი, 2009, ვენეცია, იტალია). რეჟისორ-ანიმატორი, თეატრის, ტელევიზიისა და კინოს მხატვარი, პროდიუსერი. "ევროპის ანიმაციის ჯილდოს" საორგანიზაციო კომიტეტის მიერ არჩეულია საქართველოში ელჩად; ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი. წყარო: პროექტი Reverse Brain Drain: rebraindrain.wordpress.com; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |