The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა გელეიშვილი

ვაჟა გელეიშვილი
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1963 წელს; ასპირანტურა 1973 წელს; დოქტურანტურა 1991 წელს.

1963-1965წწ. ყაზახეთის გეოლოგიური სამმართველო, ჯეზკაზგანის გსე, ინჟინერ-გეოლოგი; 1965-1966წწ. მადნეულის გსს, გეოლოგი; 1966-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, გეოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეც. თანამშრომელი; 1971- 981წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, მცირე კავკასიონის გეოლოგიური პარტია, პარტიის უფროსი; 1981-1989წწ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 1989-1993წწ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1992-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბადოების გეოლოგიისა და ძიების კათედრა, პროფესორი; 1993-1994წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, ვულკანოლოგიის განყოფილება, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1994-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის დეპარტამენტი, თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკისა და სამეურნეო საქმიანობის დარგში; 1995-1996წწ. საქართველოს რესპ. გეოლოგიის დეპარტამენტი, კომერციულ სამეწარმეო საქმიანობის სამმართველოს უფროსი; 1996-2003წწ. საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის დეპარტამენტი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2003-2004წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს რესპუბლიკის გეიოლოგიის დეპარტამენტი, დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2005-2006წწ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგიის დეპარტამენტი, პროფესორი; 2006-2007წწ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი, სამეცნიერო-გეოლოგიური განყოფილება, განყოფილების გამგე; 2007 წლიდა დღემდე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, განყოფილების გამგე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (2006).

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "აჭარის მადნიანი რაიონის ქანების ჯიზიკურ-მექანიკური თვისებები და მათი როლი გამადნებაში", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციაის თემა - "საქართველოს ოქროს შემცველობა", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: