The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედვარდ რთველაძე

ედვარდ რთველაძე
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 2022  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ურტასარაისკის ქრისტიანული სასაფლაო, ტაშკენტი, უზბეკეთი
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობდა უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1985-2009წწ. განყოფილების გამგედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცენტრალური აზიის ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის კვლევაში, მონაწილეობდა არქეოლოგიურ მისიებში ცენტრალური აზიის, კავკასიის, კვიპროსის, საფრანგეთისა და იაპონიის ტერიტორიაზე, ხელმძღვანელობდა ტოხარისტანის არქეოლოგიურ ექსპედიციას და ქუშანის სამეფოს ნაქალაქარის - ქამფირთეფეს ისტორიული კომპლექსის გათხრებს. 2016 წლიდან იყო პროექტ "მსოფლიოს კოლექციებში უზბეკეთის კულტურული მემკვიდრეობის" ერთ-ერთი ინიციატორი. გამოქვეყნებული აქვს 800-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული ჰქონდა ბირუნის სახელობის უზბეკეთის სახელმწიფო პრემია (1985), უზბეკეთის II ხარისხის სახელმწიფო პრემია მეცნიერებასა და ტექნიკაში (2007), უზბეკეთის ორდენი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (2001) და ორდენი "მეჰნათ შუჰრათი" (2017). იკვლევდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, კულტურისა და ხელოვნების საკითხებს. უზბეკეთის ოლი მაჯლისის (პარლამენტის) სენატის წევრი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1992). უზბეკეთში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, ნუმიზმატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. მაცნე: macne.org.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი (2010-)
  • უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი (საქართველო)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: