The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსლან ოტიაშვილი

Date of birth:29 April, 1947
Date of death:2010  (at 62 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აჩაბეთი, ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1970 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მინაგო (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), მაიორი ბიკოვი, ბადრი (აკ. გეწაძის "პაემანი ცაში", "მე გავქვავდები ქანდაკებად"), ქადაგი (მ. მრევლიშვილის "ბერმუხის ჩრდილი"), ტყუილ კოტრიანცი (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), თავადი აბრეზკოვი (ა. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), მეფე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), პავლე პაპა (გ. ხუხაშვილის "დაუკარით გიტარები სიყვარულზე"), აპიოსი (ვ. კანდელაკის "სოკრატე"), ჰამლეტი, ლუარსაბ თათქარიძე (მ. ელიოზიშვილის "ყველასაგან ყველასთვის", "სარკე"), ალონსო (დარიონისა და ვაისმანის "ლამანჩელი"), თენგიზი (ლ. თაბუკაშვილის "შენკენ სავალი გზები"), მეფისნაცვალი (რ. ჩოჩიევის "ხალხის სახელით"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ქონდარუხუცესი (ა. სულაკაურის "სალამურა"), მეზღაპრე (ბ. ქურდოვანიძის "მზის ყვავილი") და სხვა. ქართველი მსახიობი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.46

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: