The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მევლუდ შარიქაძე

მევლუდ შარიქაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიისა და ძიების სპეციალობით 1967 წელს; ასპირანტურა 1967 წელს, დოქტურანტურა 1975 წელს.

1959-1961წწ. ორჯონიკიძის ადგილობრივი მეურნეობის კომბინატი, სარემონტო-სამშენებლო კანტორა, მუშა; 1967 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1967-1969წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგია - პალეონტოლოგიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1969-1973წწ. გეოლოგია - პალეონტოლოგიის კათედრა, ასისტენტი; 1973-1976წწ. გეოლოგია - პალეონტოლოგიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1976-1980წწ. გეოლოგია - პალეონტოლოგიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1980-1983წწ. გეოლოგია - პალეონტოლოგიის კათედრა, დოცენტი; 1993-2006წწ. გეოლოგია - პალეონტოლოგიის კათედრა, პროფესორი; 1997-2018წწ. ნავთობ კომპანია – KBOC ("GBOC", "CanArgo"), გეოლოგი, კონსულტანტი; 2006-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგია - პალეონტოლოგიის კათედრა, სრული პროფესორი; 2013 წლიდან დღემდე გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, სრული პროფესორი. 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის 32 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის 10 ქვეყანაში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: