The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დურგლიშვილი

გიორგი დურგლიშვილი
Date of birth:9 February, 1964  (61 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ვ. ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი 1985 წელს და ჩრდილო კავკასიის ნავთობისა და გაზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1992 წელს.

1985-1986წწ. ჩრდილო კავკასიის ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს განყოფილება, ნავთობისა და გაზის მოპოვების და ჭაბურღილების კაპიტალური შეკეთების ლაბორატორია, ინჟინერი; 1992-1993წწ. ჩრდილო კავკასიის ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს განყოფილება, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1993-1998წწ. ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1998-2006წწ. ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების კათედრა, დოცენტი; 2006-2013წწ. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი. გეოლოგია-მინერალოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2013).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაპრალოვან-კავერნული ტიპის კოლექტორებით წარმოდგენილი ნავთობის საბადოს პროექტირებისათვის ტექნოლოგიური პარამეტრების გაანგარიშების გაუმჯობესებული მეთოდიკა", დაიცვა 1992 წელს (გროზნო).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • უკრაინის ნავთობისა და გაზის აკადემია, წევრი (2005-)

Bibliography


Share: