შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ბერეკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2012 წელს; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1998-2002წწ. - საპარლამენტო ჟურნალისტი შპს "კვირის პალიტრაში"; 2002-2004წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო გამოცემა "ახალი ჰორიზონტის" რედაქტორის მოადგილე; 2004-2007წწ. - იურიდიული დახმარების ცენტრის ასისტენტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში; 2005-2007წწ. - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი საქართველოს პარლამენტში; 2007-2010წწ. - მრჩეველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტში; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2012წწ. - იურიდიული დეპარტამენტის იურისტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში; 2012-2019წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მდივან-რეფერანტი, თანაშემწე, მწერალი თანაშემწე; 2020 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მდივან რეფერენტი; 2020 წლიდან - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |