The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური შევჩუკი

იური შევჩუკი
Date of birth:1 May, 1927  (97 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაბაროვსკი.

დაამთავრა კიევის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს, რის შემდეგაც ჩაირიცხა ლ. უკრაინკას სახ. რუსული დრამის თეატრში.

1952-1956 წლებში მუშაობდა კალინინის საოლქო თეატრში. 1956-1957 წლებში მსახიობად იწყებს მუშაობას თბილისის გრიბოედოვის თეატრში. 1968-1972 წლებში ლენინგრადის მ. გორკის სახ. დიდი დრამატული თეატრის მსახიობია, ხოლო 1972 წელს კვლავ უბრუნდება თბილისის გრიბოედოვის თეატრს და განაგრძობს ნაყოფიერ სამსახიობო და სარეჟისორო მოღვაწეობას. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რასკოლნიკოვი (ფ. დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი"), გრიბოედოვი (მ. მრევლიშვილის "მგზნებარე მეოცნებე"), ჩასოვნიკოვი (ა. შტეინის "ოკეანე"), ვიქტორი (ა. არბუზოვის "ირკუტსკის ისტორია"), მამა (ძმები ტურების "მეექვსე სართული"), კურჩაევი (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), იაკობ ბარდინი (მ. გორკის "მტრები"), ფელოტიკი (ა. ჩეხოვის "სამი და"), შოთა (მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა"), ონისე (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ანდრეი, ვალოდია (ვ. როზოვის "გზა მშვიდობისა" და "მარად ცოცხალნი"), კლავდიო (უ. შექსპირის "წილი წილისა წილ") და სხვა. განახორციელა დადგმები: ა. შუკშინის "ენერგიული ადამიანები" და "თვალსაზრისი", ვ. ხუხაშვილის "მოსამართლე", მ. როზენის "ხუმარა", ი. ლემენტევის "ედიტა პიაფი", ა. ვამპილოვის "დამშვიდობება ივლისში" და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.47

Awards and Honors

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: