The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტყავაძე

გიორგი ტყავაძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს; თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი 2003 წელს; 2018 წლის ოქტომბრიდან "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" დოქტორანტი.

2000-2005წწ. - ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის იურისტი, მთავარი სპეციალისტი; 2005-2007წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; 2007-2008წწ. - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2008-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2015წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი; 2015 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2012-2021წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: