Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ბუტულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს; საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის, მადნეულის, პეტროგრაფიისა და მინეროლოგიის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურა 1986 წელს. 1972-2003წწ. მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში (კმნი): 1972-1976წწ. გეოქიმიის სექტორი, ტექნიკი - გეოლოგი; 1976-1978წწ. მადნელი საბადოების სექტორი, ინჟინერი; 1983-1987წწ. ფერადი ლითონების და რეგიონალური მეტალოგენიის სექტორი, უმცროსი მეცნიერ - მუშაკი; 1987-1992წწ. პროგნოზული რესურსების და კეთილშობილი ლითონების სექტორი, სექტორის გამგე; 1992-2003წწ. ფერადი ლითონების სექტორი, წამყვანი მეცნიერ - მუშაკი; 2003 წლიდან მუშაობს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2003-2005წწ. გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკის და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი, ინჟინერი; 2003-2005წწ. სამთო - გეოლოგიის ფაკულტეტი, დოცენტი; 2006-2008წწ. სამთო - გეოლოგიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის (2012 წლიდან გამოყენებითი გეოლოგიის) დეპარტამენტის სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2017-2021წწ. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან დღემდე გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო შრომა, მათ შორის რეიტინგულ ჟურნალებში და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კოფერენციებზე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი / აკადემიური დოქტორი (1986), პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |