The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ინაძე

რამაზ ინაძე
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის გეოდეზიის, აეროფოტოგადაღებისა და კარტოგრაფიის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-გეოდეზისტის კვალიფიკაციით 1991 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2016 წელს.

1982-1985წწ. მუშაობდა აეროგეოდეზიური წარმოების  ფოტოსაამქროში, ტოპოგრაფ-ტექნიკოსად; 1985-1987წწ. N4 საამშენებლო კომბინატი, გეოდეზიური სამსახური, ინჟინერ-გეოდეზისტი; 1987-1989წწ. მექანიზაციის N1 სამმართველო, ინჟინერ-გეოდეზისტი; 1989-1993წწ. N2 საამშენებლო ტრესტი, გეოდეზიური სამსახური, ინჟინერ-გეოდეზისტი; 1993-1995წწ. სტუ, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრა, ლაბორანტი; 1995 1998წწ. სტუ, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრა, ასისტენტი; 1997-2017წწ. სტუ, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი; 1985-2005წწ. შ.პ.ს "თეგეომარკი", გეოდეზიური სამსახური, ინჟინერ-გეოდეზისტი; 2017 წლიდან სტუ, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი. ინჟინერიის დოქტორი (2016), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: