The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კიკალიშვილი

თამაზ კიკალიშვილი
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (ახლანდ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) ქორეოგრაფ რომან ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1953 წლიდან თ. კიკალიშვილი საქართველოს ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე მსახიობია. 1955–1981 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე (სოლისტი). წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. მისი შემოქმედებითი ინდივიდუალურობა და მაღალი ოსტატობა განსაკუთრებით გამოვლინდა ცეკვებში: "მხედრული", "შეჯიბრი", "აჭარული სიუიტა", "მოხევური", "განდაგანა", "ძველი თბილისის სურათები", "ლელო" და სხვ. მისი ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, შესრულების მაღალი კულტურით, სცენური გამომსახველობით და ცეცხლოვანი ტემპერამენტით. თ. კიკალიშვილმა 25 წელზე მეტი იმსახურა ქართული ცეკვის აკადემიურ ანსამბლში და მასთან ერთად ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა. 1981–1988 წლებში იყო ბორჯომის კულტურის სახლთან არსებული ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.61;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 24; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.212

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: