The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიძინა კიკაჩეიშვილი

Date of birth:1915
Date of death:9 August, 1990  (at 75 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ხელოვნების სტუდია ქ. ხარკოვში 1938  წელს. 

1932 წლიდან მონაწილეობდა სამტრედიის რკინიგზის მუშათა კლუბის სცენისმოყვარეთა დასის წარმოდგენებში. II მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა სამტრედიის რკინიგზელთა კლუბთან არსებულ სახალხო თეატრს. 1965 წლიდან იყო მასწავლებელთა სახლის დრამატული წრის ხელმძღვანელი. მის მიერ დადგმული სპექტაკლებია: ჰ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან", გ. ნახუცრიშვილის "ცეცხლის ხაზზე", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი" და "ოთარაანთ ქვრივი", ა. აფხაიძის "დაიბრუნეთ თქვენი ახალგაზრდობა". მისი დადგმებიდან აღსანიშნავია პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" (1958). სპექტაკლის რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვების შემდეგ სამტრედიის დრამატულმა წრემ სახალხო თეატრის წოდება მიიღო. დაჯილდოებულია დიპლომებითა და სიგელებით. თეატრის რეჟისორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 25

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: