შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათია ლაცაბიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ვენეციის (იტალია) კა ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2005 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს. 2006-2008წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის დეპარტამენტი, II მდივნის დიპლომატიური რანგი; 2010 წლიდან - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი; 2015-2017წწ. - შპს თბილისის სასწვლო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა, მოწვეული პედაგოგი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევა, იტალია-საქართველოს ურთიერთობები. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |