შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაზონ კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. მუშაობდა აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ფეოდალური ხანის არქეოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლად. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი. ძირითადად იკვლევდა მიწათმოქმედების ისტორიას საქართველოში, წამოაყენა "ენეოლითური რევოლუციის" საკითხი, ახლებურად დააყენა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანგრძლივობის პრობლემა. მისი აზრით, ეს ეტაპი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და მოიცავდა თრიალეთის კულტურასაც. დაასაბუთა მოსაზრება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის დაცემისა და ბარში მოსახლეობის შემცირების შესახებ. მონოგრაფიებსა და სამეცნიერო წერილებში განიხილავდა რელიგიური კულტის საკითხებს და ფართოდ იყენებდა ეთნოგრაფიულ, განსაკუთრებით კი ფოლკლორულ მასალას. მონაწილეობდა მრავალ არქეოლოგიურ ექსპედიციაში. ურბნისში მისი მონაწილეობით გაითხარა ხიზანაანთ გორა. 1970 ჩაერთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მესხეთ-ჯავახეთის გაერთიანებულ ექსპედიციაში. 7 წლის განმავლობაში მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, თანაავტორებთან ერთად (ო. ჯაფარიძე, გ. ავალიშვილი, ა. წერეთელი), 1981 გამოიცა "მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები (1970–1977 წწ.)". ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1970). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 27 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |