The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ კიკნაველიძე

Date of birth:17 July, 1927
Date of death:3 June, 2008  (at 80 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საკრაულა, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1958 წელს.

1960 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.  ნამუშევრები: "ქალიშვილის პორტრეტი" (1964), "ლუიზა" (1965), "მიხაი ზიჩი" (1966), "ჭაბუკის პორტრეტი" (1978), "მოჭიდავის პორტრეტი" (1982), "ბორის პაიჭაძე" (1995) და სხვა გამოფენები: საქართველოს ახალგაზრდა მხატვრების (1965, 1966, 1967, თბილისი), ამიერკავკასიის რესპუბლიკების ახალგაზრდა მხატვართა ხელოვნება (1971, მოსკოვი), თანამედროვე ქართული ქანდაკება (1974, თბილისი), ქართული სახვითი ხელოვნება (1980, ლენინგრადი), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (1987, მოსკოვი), სპორტი ქართულ სახვით ხელოვნებაში (1999, თბილისი) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ზესტაფონისა და ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 27

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: