The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა მერებაშვილი

ირმა მერებაშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2009 წელს.
1984-1986წწ. - კასპის იურიდული კონსულტაცია, ბუღალტერია, მდივან-მოლარე; 1991-1994წწ. - საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წამყვანი სპეციალისტი; 1993-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თანამედროვე სამართლებრივი სისტემების კათედრა, მასწავლებელი; 1993-2003წწ. - თბილისის იურიდიული ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის კათედრა, მასწავლებელი; 1994-1995წწ. - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატი, სახელმწიფო მრჩეველი საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურში; 1996-1999წწ. - საქართველოს პარლამენტი, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, ექსპერტ-კონსულტანტი; 2001-2004წწ. - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სამსახურის უფროსი; 2004-2010წწ. - საადვოკატო ბიუროს "კს სვანიძე და პარტნიორები" ადვოკატურა, ადვოკატი; 2005-2008წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ლექტორი; 2007 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2009წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ლექტორი; 2009-2012წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი; 2010-2017წწ. - საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი; 2010-2012წწ. - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პროფესორი; 2014-2018წწ. - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი; 2015-2021წწ. - ილიას უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული ლექტორი; 2015-2017წწ. - საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2017-2020წწ. - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესებია: სამოქალაქო სამართალის პროცესი, საერთაშორისო კერძო სამართალი, შრომის სამართალი, საარბიტრაჟო სამართალი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: