The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ონიანი

მედეა ონიანი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1954  (70 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო ინჟინერ - ელექტრიკოსის კვალიფიკაციით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2006 წელს.

1977 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი): 1977- 1978წწ. კიდული ბაგირგზების დარგობრივი ლაბორატორია, ლაბორანტი; 1978-1980წწ. კიდული ბაგირგზების დარგობრივი ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1980-1992წწ. კიდული ბაგირგზების დარგობრივი ლაბორატორია, მეცნიერ - თანამშრომელი; 1989-1999წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტი, სამთო თბოფიზიკის ლაბორატორია, მეცნიერ თანამშრომელი შეთავსებით; 1992- 1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1996-2006წწ. სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. სამთო მრეწველობის კომპლექსური ავტომატიზაციის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი / აკადემიური დოქტორი (2006); ასოცირებული პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: