The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:1927  (98 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძეძილეთი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1947 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ცხინვალის თეატრში (1947-1948), ავჭალის კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად (1949-1950), 1950 წლიდან - თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გური (გრ. ბერძენიშვილის "მშვიდობის მტრედები"), მდივანი (გ. ნახუცრიშვილის, ბ. გამრეკელის "ლადო კეცხოველი"), ზურაბი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე". ინსცენირება ს. მთვარაძისა), ბობა (ა. ბოროდინის და ვიდსონის "მესამე კურსის სტუდენტი"), ვალოდია (ვ. როზოვის "მისის მეგობრები") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: