Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან სახვაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1987 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2012 წელს. 1996-1999წწ. - საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის აპარატის უფროსი; 2000-2004წწ. - საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომისიის მოწვეული სპეციალისტი; 2004-2005წწ. - საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2005 წლიდან - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი; 2008-2011წწ. - ამავე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2011 წლიდან - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავდაცვის და უშიშროების დეპარტამენტი, აუდიტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო საჯარო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, ლტოლვილთა სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |