The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ფერაძე

ბიძინა ფერაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1965  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის პედაგოგის სპეციალობით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად; 1943 წელს მთავრობის მოწოდებით, საინგილოში მცხოვრები ქართველების ეროვნული ცნობიერების ასამაღლებლად, აზერბეიჯანის დაბა კახში გაიხსნა ქართული სკოლა, სადაც ბიძინა ფერაძე ოჯახთან ერთად გაემგზავრა სკოლის დირექტორის მოადგილედ, ხოლო მისი მეუღლე თინა ჟორჟოლიანი - ქართულს და სიმღერას ასწავლიდა ინგილო ბავშვებს; მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ოჯახით დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მუშაობა პედაგოგად თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში; 50 წლებში შეადგინა უფროსკლასელებისათვის ინგლისური ენის სახელმძღვანელო, რომელსაც ყოველ წელს აახლებდა; წერდა ლექსებს; მის ლექსებს სხვადასხვა ცნობილი მომღერლები და ანსამბლები მღეროდნენ. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერის ტექსტი "ყვავილების ქვეყანა" XX საუკუნის ყველაზე პოპულარულ სიმღერად დასახელდა, ქალაქური ჟანრის სიმღერებს შორის და იგი 70 წლის შემდეგ, დღესაც სარგებლობს დიდი პოპულარობით; 50-იანი წლების დასაწყისში ბ. ფერაძე მიიწვიეს საქართველოს განათლების სამინისტროში სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ილია ფერაძის შვილი, თინა ჟორჟოლიანის (საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი) მეუღლე, მწერალ ილია და მსახიობ გია ფერაძეების მამა.

წყარო: მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე / ი. ფერაძე.-თბ.,2006.-გვ.270

ბიბლიოგრაფია

  • English : ინგლისური ენის სახელმძღვანელო / ი.ა. ნელიდოვა, ლ.რ. ტოდი / / გადამუშ. ქართ. სკოლის X კლასისათვის ბ.ი. ფერაძის მიერ (შემდგენელი). - თბილისი, ცონდა, 1960. - 148გვ.
  • English : ინგლისური ენის სახელმძღვანელო : ქართ. სკოლის მე-11 კლასისათვის / გადამუშ. ბ.ი. ფერაძის მიერ (შემდგენელი). - თბილისი, სახელგამი, 1956. - 163გვ.
  • English : ინგლისური ენის სახელმძღვანელო XI კლასისათვის. ნაწ. 7 / გადამუშ. ქართული სკოლებისათვის ბ.ი. ფერაძის მიერ ნ. ეგოროვას და ი. სტრჟალკოვსკაიას სახელმძღვანელოდან (შემდგენელი). - თბილისი, სახელგამი, 1952. - 154გვ.

გააზიარე: