შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო დემეტრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2014 წელს; თბილისის ღია უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2016 წელს; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2019 წელს. 2012-2013წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება, სტაჟიორი; 2013-2021წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სამგორის რაიონის გამგეობა, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 2017 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2017 წლიდან - ასისტენტი; 2019 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2020 წელს - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მიწვეული პროფესორი; 2021-2022წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 2023 წელს - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; 2023 წლიდან - განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მინისტრის მრჩეველი. სამეცნიერო ინტერესები: საჯარო სამართალი (საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამოხელეო სამართალი და სხვ.); ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის სტატუსით; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში; გრანტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი გრანტი: პროექტი "ბავშვთა უფლებები" (10.11.2018 – 10.04.2019), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გრანტი: "იცოდე შენი უფლების შესახებ" (11.2022 – 05.2023). სამართლის დოქტორი (2019), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2024); სსიპ იუსტიციის სახლის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |