Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინა ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ინგლისური ენის მასწავლებლის სპეციალობით 1938 წელს. 1943 წელს თ. ჟორჟოლიანი მთავრობის მოწოდების საფუძველზე ოჯახთან ერთად გაემგზავრა საინგილოში (აზერბეიჯანის სსრ), იქ მცხოვრები ქართველების ეროვნული ცნობიერების ასამაღლებლად, დაბა კახში გახსნილ ქართულ სკოლაში, სადაც ქართულს და სიმღერას ასწავლიდა ინგილო ბავშვებს; ომის დამთავრების შემდეგ, საინგილოდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო ჯანმრთელობის დაცვის სამედიცინო ბიბლიოთეკაში - უფროს ბიბლიოთეკარად, სადაც იმუშავა უწყვეტად 40 წელი; ავტორი იყო ბევრი იუმორისტული პუბლიკაციის, რომელიც შემდგომ 4-ჯერ გამოიცა "ნიანგის ბიბლიოთეკით". რესპუბლიკის მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. ცნობილი იურისტის, ადვოკატისა და ნოე ჟორდანიას ქვესტორის (საქმეთა მმართველი) სერგო ჟორჟოლიანის შვილი, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ბიძინა ფერაძის მეუღლე, მწერალ ილია და მსახიობ გია ფერაძეების დედა. წყარო: მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე / ი. ფერაძე.-თბ.,2006.-გვ.270 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |