Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო კიკნაველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კიკნაველეთი (ახლანდელი საკრაულა), ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1960წწ. მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ანასეული) ეკონომიკის განყოფილების გამგედ; 1960–1963წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1966–1973წწ. დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1963–1966წწ. სახალხო მეურნეობის ეკონომიკის და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1973–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1981–2001წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აგროსამრეწველო საწარმოთა ორგანიზაციის კათედრის გამგედ; 2001–2006წწ. პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება საქართველოს სოფლების ეკონომიკისა და სოციალური განვითარების თეორიისა და პრაქტიკის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკის, ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976), აგროეკონომისტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 27-28 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |