Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ლებანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 2003 წელს 1975-2000წწ. სამთო მექანიკის ინსტიტუტი, სამთო თბოფიზიკის ლაბორატორია, მეცნიერ - თანამშრომელი; 2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საავტომობილო გზების საპროექტო სამსახური, ტექნიკური ნებართვების სამმართველოს უფროსი. გამოქვენებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. კვლევის საგანია სამთო, სატრანსპორტო და სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების და გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კვლევა ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში. სამთო ქანების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების და სხვა ფაქტორების გავლელენის კვლევა გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის დაძაბულ - დეფორმაციული ველების ფორმირებაზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი/ აკადემიური დოქტორი (2003), ასოცირებული პროფესორი (2000). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |