The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კიკნაძე

ალექსანდრე კიკნაძე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1923
გარდაცვ. თარიღი:6 აგვისტო, 2002  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მაზანდარანი, ჩრდილოეთ პროვინცია ირანში.

დაამთავრა ბაქოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1937 წლიან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 50-იან წლებში იყო "კრასნი სპორტის" ("Красный спорт") საკუთარი კორესპონდენტი ამიერკავკასიაში. 60-იანი წლების დასაწყისში ხელმძღვანელობდა გაზეთ "სოვეტსკი სპორტის"  ("Советский спорт") საერთაშორისო განყოფილებას. ესწრებოდა და პროფესიულად აშუქებდა ოლიმპიურ (1960, 1964, 1968, 1972, 1980) და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს (1968, 1972, 1976). ავტორია დოკუმენტურ-პუბლიცისტური და პროზაული ჟანრის წიგნებისა. აღსანიშნავია მისი 1965 წელს გამოქვეყნეული საგაზეთო წერილი "ნედელიაში" ("იზვესტიის" ყოველკვირეული დამატებაა) "ბასკები, საიდან არიან ისინი?", რითაც ავტორმა საზოგადოებრივ სამსჯავროზე დააბრუნა ქართველებისა და ბასკების ნათესაობის საკითხი. ამავე თემას ეძღვნება მისი რომანი-დილოგია "Королевская примула", "Иберийская легенда". სპორტული ჟურნალისტი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 29

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: