The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუგა კაკაბაძე

გუგა კაკაბაძე
Date of birth:27 September, 1975  (49 years)
Category:Painter

Biography

1992-1995 წლებში სწავლობდა თბილისის მახატვრო აკადემიაში კინო-ტელე მხატვრობის განყოფილებაზე; 1995 წელს  სწავლა განაგრძო მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის ფერწერის განყოფილებაზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1999 წელს. მისმა სადიპლომო ნაშრომმა, ფერწერულმა სერიამ "ფიროსმანი" უმაღლესი შეფასება დაიმსახურა; 2000 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში, რომელიც დაასრულა 2004 წელს კინო-ტელე მხატვრის სტატუსით.

სხვადასხვა წლებში ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ და თემატურ გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ, კერძოდ: თანამედროვე ხელოვნების გალერეა (პერსონალური გამოფენა, თბილისი, 1994), პერსონალური გამოფენა (საქართველოს საელჩო მოსკოვში, 2001), საქველმოქმედო  გამოფენა (კომპანია "ყაზბეგი", თბილისი, 2001), პერსონალური გამოფენა (თი-ემ-ეს გალერეა, თბილისი, 2001), "ფიროსმანი და ქართველი მხატვრები" (ჯგუფური გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი, 2002), პერსონალური გამოფენა (თუმანიშვილის თეატრი, თბილისი, 2008), ჯგუფური გამოფენა (თუმანიშვილის თეატრი, თბილისი, 2010), ჯგუფური გამოფენა (მადრიდი, 2023), "კარს მიღმა" (პერსონალური გამოფენა N9 გალერეა, თბილისი, 2024), "ქარის წისქვილები" (პერსონალური გამოფენა, Brunnentreff Volkssolidarität, ბერლინი, 2024); როგორც კინომხატვარმა იმუშავა მოკლემეტრაჟიან ფილმებზე "გმირი" და "ირინა" (ორივე 1998, მოსკოვი), ტელესერიალზე "27 დრაკონი" (ტვ "იმედი", 2002 ); მხატვრის შემოქმედენაში მეორე მიმართულებას დაზგური ფერწერა წარმოადგენს; მხატვარი დიდი ოსტატობით და მაღალი გემოვნებით ქმნის პეიზაჟებს და ნატურმორტებს; აღსანიშნავია ნამუშევრების სერიები "მატარებლი", "სახლები", "ქარის წისქვილები", "ნავების სერია", "ვარდები" და სხვა. მხატვარი ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში, მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, რუსეთის, ჩინეთის კერძო კოლექციებში. ფერმწერი, კინოს მხატვარი.


Share: